ალალი
ალალი გარეული ფრინველია .იგი ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ნაპრალებში, ბუჩქნარში ან მიწაზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაციური პერიოდი 28 დღემდე გრძელდება. იკვებება უმეტესად პატარა ფრინველებით, რომლებსაც ფრენის დროს იჭერს, ჭამს მღრღნელებსა და მწერებსაც. ალალის ქვესახეობათაგან ზამთრობით საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი და აღმოსავლეთციმბირული ალალი.
ბულბული
იგი გადამფრენი ფრინველია, საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას (აპრილ-მაისსა და აგვისტოში) მაისის ბოლოს დებს 4-5 კვერცხს, კრუხობა 2 კვირამდე გრძელდება. იკვებება მწერებით, იშვიათად კენკრით. ბულბული საუკეთესო მგალობელი ფრინველია.
კოდალა
ტყეში ცხოვრობს, კარგად ცოცავენ ხის ღეროებსა და ტოტებზე. სატეხისებური ნისკარტით ტეხენ ქერქს, საიდანაც გრძელი, წვეტიანი ენით ამოჰყავთ სხვა ფრინველებისათვის მიუწვდომელი მწერები და მათი მატლები.
არწივი
ორიოდე თვის წინ ზოოპარკში დაჭრილი ბექობის არწივი მოგვიყვანეს. წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა, კოორდინაციას კარგავდა, ვერც დგებოდა და არც ფრენა შეეძლო. ქანდარამდეც კი ვერ აღწევდა. დასტრესილსა და დასუსტებულს ჭამის თავი არ ჰქონდა. მოკლედ, კვდებოდა. ვინ დაჭრა? აბა, რა გითხრათ... ბევრი მტაცებელი ფრინველი ხდება მონადირეების მსხვერპლი. ხშირად მოჰყავთ ჩვენთან. ზოგს ვშველით და ბუნებაში ვაბრუნებთ, ზოგს - ვერა, ზოგსაც ვიტოვებთ - სამწუხაროდ ფრთაში დაჭრილ ფრინველს უმეტეს შემთხვევაში ფრენა აღარ შეუძლია.
ჰოდა, ბექობის არწივზე გიამბობდით. შევიფარეთ და ჩვენი ვეტექიმები საქმეს შეუდგნენ - ჭრილობის დამუშავება, ანტიბიოტიკები, ვიტამინები... თავიდან ხელით უწევდათ მისი გამოკვება. რამდენიმე დღეში დამშვიდდა, ცოტა მოღონიერდა და დამოუკიდებლად დაიწყო ჭამა. შემდეგ? ჯერ ფეხზე დადგა, მერე ხტუნვა დაიწყო, ნელ-ნელა ფრთებიც გაშალა და მალე ქანდარასაც შესწვდა. საკმარისად რომ მოყოჩაღდა უფრო დიდ ვოლიერში გადაიყვანეს და კონტაქტიც ნაკლებად ჰქონდათ, რომ ადამიანებს გადაჩვეოდა.
და აი, 2 თვის წვალების შემდეგ ამ უსიმპათიურესი არსების ბუნებაში დაბრუნების დროც დადგა.
SABUKO - Society for Nature Conservation-ის წევრებთან ერთად ჩვენმა ბიჭებმა დედოფლისწყაროს რაიონში გაუშვეს. თავიდან მაღლა ვერ აფრინდა. მიწის პირს მიუყვებოდა. უცბად ქვემოთ დაეშვა და ჩვენებმა იმედი რომ გადაიწურეს, ვეღარ გაფრინდებაო, კამარა შეჰკრა და ცაში აიჭრა.
აი, ასე კეთილად დასრულდა ჩვენი ბექობის არწივის ისტორია.
და იმედია, ასე კეთილადვე გაგრძელდება მომავალში.
მადლობა ყველას, ვინც მის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა.
ცნობისათვის, ბექობის არწივი საერთაშორისო და საქართველოს წითელ ნუსხაშია შეყვანილი, როგორც მოწყვლადი სახეობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარის გასაკეტებლად ,,პროფილში"დააკლიკეთ Комментариев нет-ზე ; შემდექ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და აირჩიეთ თქვენი სახელი და გვარი , შესაბამის ველში დაწერთ კიმენტარს და აკლიკებთ Публикасиа -ზე
;იმ შემთხვევაში ,თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში ;ირჩევთ ჩამონაშალში Aнонимный -ს
შესაბამის ველში, წერთ კიმენტარს და აკლიკებთ Публикасиа -ზე
***კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!