среда, 10 октября 2018 г.

ს/დ 12.10.18

ქართული
ასო-ბგერა „თ“__

  •  გაეცნოს ასო-ბგერა „თ“-ს, ტექსტში ამოიკითხოს ფერად მარცვლებად დაწერილი

სიტყვები, ისწავლოს წინადადების  ამოკითხვა, გაიაზროს თემის შესაბამისი მარტივი
ტექსტი.

  • ს/დ რვეულში გამოვწეროთ "თ" სამი ხაზი

თაგუნა

     ხომ ამბობენ, თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო. არადა, თაგუნა
თოთიამ თხარა, თხარა და... უცებ თხუნელა თიმი გამოთხარა,- მის მიწისქვეშა
სახლამდე შემთხვევით გვირაბი გაიყვანა. ხომ სასაცილოა?
თხუნელას თაგუნას სტუმრობა ძალიან გაუხარდა.
-სად ყოფილხარ? სად გივლია?-ეკითხება თიმი თოთიას.
-დილით დიდ მინდორში ვისეირნე, თავზე თბილი მზე დამნათოდა, თეთრი
გვირილები მთხოვდნენ, ჩვენთან დარჩიო...
-ფიჰ! თეთრი გვირილები! კარგია, რომ ჩემთან მოხვედი,-თიმი ცხვირს
იბზუებს,-აქ ყოფნას არაფერი შეედრება, ვიქნებით ჩვენთვის,-მშვიდად და მყუდროდ,
არავინ შეგვაწუხებს...
-რას ამბობ? მე მინდვრებში სირბილი, მზის ქვეშ ყოფნა მიყვარს. შენ მზე არ
გინახავს, თორემ ასე არ იტყოდი, წამოხვალ ჩემთან?
-დიდი მადლობა, მაგრამ აქ მირჩევნია...
ეს ამბავი ერთმა ნაკადულმა მდინარეს უამბო, მდინარემ-ზღვას, ზღვამ კი
თეთრ თოლიას, თათას უჩურჩულა. თათამ გაიცინა:
-რა სულელები არიან! ნუთუ არ იციან, რომ ზღვის თავზე ფრენას ვერც
მინდვრებში სირბილი შეედრება და ვერც მიწის ქვეშ სიარული!
ტალღებმა გადაიკისკისეს და ერთმანეთს კვალში მიჰყვნენ:
-ვისაც რა მოსწონს! ვისაც რა მოსწონს!

თითები
ზეპირად
საქმეში მეხმარებიან
ჩემი პატარა თითები:
პირს ვიბან, ვხატავ, ვთამაშობ,
ვწერ, ვჭრი, ვკერავ თუ ვალაგებ...
რა მეგობრობა სცოდნიათ
ჩვენს თითებს დაუღალავებს!
ბებომ თქვა:- საქმეს უფრთხიან
მხოლოდ ზარმაცის თითები,
თურმე თხუპნიას თითებსაც
აღარ სურთ გამოჩენაო...
საქმეს არ დაგვზარდებიან,
შრომა თუ გვიყვარს ჩვენაო.

მათემატიკა 

  • გამოვწეროთ ს/ დ- ის რვეულში რაც არის გამოწერილი;
  • წიგნი-რვეულში გვ13-ს ნიმუში , ასევე ს/დ -ის რვეულში და N3 N 4 (გვ.13)
  • დავითვალოთ ზეპირად წინ- უკან , შუიდან , რიცხვებს შორის ;
  • გაკვეთილი $7 (გვ.18)
  • დამატებით:

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარის გასაკეტებლად ,,პროფილში"დააკლიკეთ Комментариев нет-ზე ; შემდექ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და აირჩიეთ თქვენი სახელი და გვარი , შესაბამის ველში დაწერთ კიმენტარს და აკლიკებთ Публикасиа -ზე
;იმ შემთხვევაში ,თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში ;ირჩევთ ჩამონაშალში Aнонимный -ს
შესაბამის ველში, წერთ კიმენტარს და აკლიკებთ Публикасиа -ზე

***კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!