ქართული
ზღაპარი პაწია იაზე
მზის პაწია, ცელქმა სხივმა ჯერ მინდვრებს და ბორცვებს გადაურბინა, მერე
ტყეში გაისეირნა. რა ლამაზი იყო იქაურობა! ჭრელი პეპლები მშვენიერ ყვავილებს
თავს ევლებოდნენ. ფუტკრები არხეინად ბზუოდნენ.
უცებ ერთი ბუჩქის ძირას პატარა, უფერული ყვავილი შენიშნა,- მორცხვად
თავდახრილს პეპლები ვეღარც კი ამჩნევდნენ.
მზის სხივმა გაიღიმა, გაიბრწყინა და თავისი ჯადოსნური ფუნჯი მოიმარჯვა.
მან პაწია ყვავილს ფურცლები ცასავით ლურჯად გაუფერადა, გული კი მზესავით
ყვითლად. პატარა ძალიან გალამაზდა. ჯადოსნურმა მხატვარმა ისევ გაიღიმა და
ყვავილს დილის ცვარი აპკურა. ირგვლივ საამური სურნელი დაიფრქვა.
-რა მშვენიერი ხარ!-გაუხარდა მზის სხივს,-მაგრამ... სახელად რა უნდა
დაგარქვა?
უეცრად ჭიამაიას სიმღერა შემოესმა. ჭიამაია ამინდის გასაგებად მზესთან
მიიჩქაროდა.
-იაო-უაო, იაო-უაო, მაღლა ცაში მივფრინავ!- მხიარულად მღეროდა ჭიამაია.
-აი, უკვე ვიპოვე შენი სახელი!-გადაიკისკისა მზის სხივმა, -ია! მე შენ სახელად
იას დაგარქმევ!
ისე გაუხარდა, რომ მთელი ძალით აკაშკაშდა:
-მოდით! ნახეთ! აი, ია!
ცაში აფრენამდე ჭიამაია იას ესტუმრა, პეპლებიც უცებ მოფარფატდნენ:
-რა ლამაზია! აი ია!
ნესტან კუპრავა
********
მზის გულზე თუ გამობრძანდა,
თუ ისურვებ, ჩირგვში ანდაბუჩქის ძირას ნახავ იას,
რაღა მზეთუნახავია.
გივი ჭიჭინაძე
**********
მოიფიქრე სიტყვები:
- რომელიც იწყება ,,ი"-ზე და ,,ა"-ზე;
- მთავრდებს ,,ი"-ზე და ,,ა"-ზე!
დახატე ს/დ-ის რვეულში ია
ენის გასატეხი (აუცილებელი)
არჩევანი, არადანი,
ალამს არხევს ალამდარი,
ამ ცისა და ამ მზის დარი
არის სადმე?
არსად არის.
მატემატიკა - $6 _ 1-ლი გაკვეთილი
- წიგნი__ გვ16;
- წიგნი-რვეულში__გვ.12_N3
- ს/დ ის რვეულშიც იგივე 2 ხაზი.
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარის გასაკეტებლად ,,პროფილში"დააკლიკეთ Комментариев нет-ზე ; შემდექ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და აირჩიეთ თქვენი სახელი და გვარი , შესაბამის ველში დაწერთ კიმენტარს და აკლიკებთ Публикасиа -ზე
;იმ შემთხვევაში ,თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში ;ირჩევთ ჩამონაშალში Aнонимный -ს
შესაბამის ველში, წერთ კიმენტარს და აკლიკებთ Публикасиа -ზე
***კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!