пятница, 30 ноября 2018 г.

სიმღერის ტექსტები


ორშაბათს ყველამ იცოდეს!!!!
ჩუმად, ჩუმად ციდან ფიფქი ცვივა, ..
ჩაითბუნეს დათუნებმა ცივა, ცივა, ცივა - - -X2 

გაისუსა, გაინაბა ნაკადული ურჩი ,
თოვლის ქურქით შეიმოსა ხეები და ბუჩქი
ჩუმად, ჩუმად ციდან ფიფქი ცვივა, . 
ჩაითბუნეს დათუნებმა ცივა, ცივა, ცივა - - -X2 

თეთრი ცელქი ფანტელები ეფინება მთა-ველს
ბეღურები, ყვანჩალები შეჰფარვიან ნაძვებს
ჩუმად, ჩუმად ციდან ფიფქი ცვივა
ციყვებს თეთრი ქურქი აქვთ და სულაც არა სცივათ- - X2 

ხტუნაობენ ხიდან ხეზე უხარიათ თოვლი 
ციდან თოვლი, ციდან თოვლი 
თეთრი თოვლი მოდის
ჩუმად, ჩუმად ციდან ფიფქი ცვივა, 

დაგვიზამთრდა, დაგვიზამთრდა ცივა, ცივა, ცივა X2

 ალილო, შობა ენდება,
ახალი წლის სიხარულს რა შეედრება.
რეკავენ ზარები, დილა თენდება,
სითბო და სიკეთე დაგვებედება.

წუთებს დაითვლის ჩვენი საათი
და სულ მალე იწყება შობის ზღაპარი.
მე ჯადოსნური ეტლით ვიარე ,
რადგან თქვენთან წუთით ვერ დავიგვიანებ.

ალილო....

ზეცა ინთება როგორც სანთელი,
ამ  ლამაზ გათენებას ჰქვია სახელი .
შობის დილაა, დილა ნათელი,
ციდან ჩვენთვის ეშვება თეთრი ფანტელი .

ალილო...
ალილო...






თოვლის ფანტელებო, თოვლის ფანტელებო ,
თეთრად რომ დაფარეთ მთები!
ყველგან თუ ჩერდებით ჩემს ხელის გულებზე
ასე მალე რატომ დნებით?

მისამღერი : ფიფქებო, ფიფქებო,ქათქათა ფიფქებო...
                      ფიფქებო, ფიფქებო,ქათქათა ფიფქებო...

თქვენი მოსვლა მე რომ ასე მიხარია
არ იცით , არ იცით ალბათ,
მინდა მოგეფეროთ ,ქათქათა ფიფქებო,
ცოტა ხნით ნურსად ნუ წახვალთ!

მისამღერი : ფიფქებო, ფიფქებო,ქათქათა ფიფქებო...
                      ფიფქებო, ფიფქებო,ქათქათა ფიფქებო...



Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარის გასაკეტებლად ,,პროფილში"დააკლიკეთ Комментариев нет-ზე ; შემდექ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და აირჩიეთ თქვენი სახელი და გვარი , შესაბამის ველში დაწერთ კიმენტარს და აკლიკებთ Публикасиа -ზე
;იმ შემთხვევაში ,თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში ;ირჩევთ ჩამონაშალში Aнонимный -ს
შესაბამის ველში, წერთ კიმენტარს და აკლიკებთ Публикасиа -ზე

***კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!